fbpx

რა ღირს კერძო სახლის აშენება?

საკუთარის სახლის აშენება უამრავი ადამიანის ოცნებაა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ამ ოცნების ასრულებისგან თავს იკავებს, რადგან როგორც წესი კერძო სახლის მშენებლობა დიდ ხარჯებთან ასოცირდება, ხოლო ბინა უფრო ბიუჯეტურ ვარიანტად ითვლება. თუმცა რეალობა ბევრად უფრო განსხვავებულია, ვიდრე ჩვენი წარმოდგენები უძრავი ქონების ფასებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც კორპუსის ბინის, ისე კერძო სახლების ფასი განისაზღვრება ადგილმდებარეობით, სამშენებლო მასალების ხარისხით და ა.შ. რაც ნიშნავს, რომ არსებობს ძალიან ძვირადღირებული საკუთარი სახლებიც და კორპუსის ბინებიც. თუმცა, თუ მიწის ფასს არ ჩავთვლით და მხოლოდ სახლის აშენების, გარემონტების ღირებულებას დავითვლით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი სახლის აშენება არც ისე ძვირი ჯდება. მეტიც, საშუალოდ კერძო სახლის აშენება და გარემონტება გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე შავი კარკასის მდგომარეობაში ბინის შეძენა და მისი გარემონტება ქალაქში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კორპუსის ბინის ფასად და უფრო იაფადაც კი შეძლებთ კერძო სახლის აშენებას.

და მაინც, რა ღირს საკუთარი სახლის აშენება? რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ფასის განსაზღვირსას? ვეცდებით დეტალურად განვიხილოთ ფასებთან დაკავშირებული ასპექტები, რადგან თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

სამშენებლო კომპანია „კუბიკ ქონსთრაქშენი“ უძრავი ქონების ბაზარზე კარგი ფასებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ ჩვენი ფასები და ინფორმაცია, იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენს კლიენტებს და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს კერძო სახლის აშენება, აუცილებლად გამოადგება.
ჩვენთან, ერთ კვადრატულ მეტრი შავი კარკასის ფასები 180 $  დოლარიდან იწყება.ხოლო თეთრი კარკასი 250 $ -დან განისაზღვრება. თუ ჩვენ კომპანიას სახლის აშენებას სრული რემონტით დაუკვეთავთ ამ შემთხვევაში ფასს ექნება ლოგიკური ზრდა და კვადრატული მეტრის ფასი 430 $-დან დაიწყება. ფასის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სარემონტო მასალების ხარისხსა და ფასებზე.

ra girs sakutari saxli

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 180 $ არის ის სანდო მინიმუმი, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია სამშენებლო კომპანიებს. სამწუხაროდ, ხშირად კლიენტის მოზიდვის მიზნით ხდება შავი კარკასის 130 – 150 $ -ში წარდგენა, რაც ყველასთვის მიმზიდველ ფასს წარმოადგენს. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ასეთ ფასში არარეალურია სახლის კარგი ხარისხით აშენება და სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის სამშენებლო კომპანიები ფულს ზოგავენ მასალებზე, თანხის დამატებას ითხოვენ შუა პროცესში, ან საერთოდ შუა პროცესში წყვეტენ მშენებლობას. ეს ყველაფერი არის საკმაოდ არასასიამოვნო პროცესი, რაც ზრდის მშენებლობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, დროს და გართმევთ უამრავ ენერგიას.  ჩვენ გვქონია გამოცდილება როდესაც მომხმარებელს უთხოვნია სხვა მშენებლების მიერ მიტოვებული სახლის დამთავრება, თუმცა იოლი მისახვედრია, ასეთი საქმისთვის ხელის მოკიდება არცერთი სამშენებლო კომპანიის ინტერესში არ შედის, ამიტომ ჯობს თავიდანვე არ დაზოგოთ თანხა რადგან შემდგომში ორმაგი ხარჯის გაწევა არ მოგიწიოთ.

msheneblobis fasi

ამიტომ, არასდროს ენდოთ არარეალურ ფასს და აუცილებლად მოითხოვეთ არქიტექტურული და კონსტრუქციული ხარჯთაღრიცხვის მომზადება. მაშინაც კი, როდესაც კომპანია დაბალ ფასად გპირდებათ სახლის აშენებას, კონსტრუქციული ხარჯთაღრიცხვის შემდეგ შეიძლება სახლის აშენების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. სწორედ ამიტომაა „კუბიკ ქონსთრაქშენის“ გუნდის წევრებისთვის მნიშვნელოვანი თავიდანვე მოხდეს ფასის დათვლა კონსტრუქციული ნახაზის მიხედვით, რადგან ეს იძლევა საშუალებას გამოითვალოს ზუსტი თანხა, დაითქვას მშენებლობის ზუსტი დრო და განისაზღვროს მუშაობის პროცესი. კონსტრუქციული ხარჯთაღრიცხვა მოიცავს არმატურის, ბეტონის, მუშახელის ხელფასების განსაზღვრას, ასევე კოლონების, წვრილი მასალების, ყალიბების, ბლოკების და სხვა მასალების ფასების განსაზღვრას. თითოეული თეთრი არის განსაზღვრული და გაწერილი გეგმაში, რომელსაც სამუშაოების დაწყებამდე აუცილებლად გაეცნობით. თქვენ ზუსტად იცით რა დროში და რა ფასში ჩაგბარდებათ სახლი. თავს გრძნობთ მშვიდად და კომფორტულად, რადგან ყველაფერი სანდო პროფესიონალების ხელშია, რომლებიც არქიტექტურისადმი თანამედროვე მიდგომით და თქვენი ყველა სურვილის გათვალისწინებით შეგიქმნიან სანუკვარ სახლს.

რაც შეეხება თავად პროექტირების ფასებს –  ჩვენთან არქიტექტურული პროექტის ფასი ერთ კვადრატულ მეტრზე 25 დოლარის ექვივალენტია ლარში. რა თქმა უნდა, კომპანიის მომსახურებაში უფასოდ შედის თქვენი დახმარება არქიტექტურული თუ კონსტრუქციული პროექტის მერიასთან შეთანხმებაში, რაც დამატებით თავიდან აგაცილებთ ბევრ უსიამოვნო, ბიუროკრატიულ პროცესებს. მშენებლობასთან, ფასებთან და სხვა დამატებით კითხვებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომრებზე და მიიღეთ უფრო ამომწურავი ინფორმაცია.

ჩვენი სათქმელი მოკლედ რომ შევაჯამოთ:
 
– საკუთარი სახლის აშენება არც ისე ძვირია.

– ნუ ენდობით მომხიბვლელ დაბალ ფასს.

– აუცილებლად მოითხოვეთ კონსტრუქციული ნახაზის მომზადება და ხარჯების ისე დათვლა.

– რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ არასდროსაა გვიან ოცნების სახლში ცხოვრება. მთავარია თქვენი მონდომება და სწორი არჩევანის გაკეთება სამშენებლო კომპანიის შერჩევისას.

ka_GE